სერვისები დისკრიმინაციის მსხვერპლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისები

თუ გსურთ, თქვენი ორგანიზაციის სერვისის შესახებ ინფორმაცია რუკაზე განთავსდეს, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ombudsman.ge

ფართობი: 69700 კმ2
მოსახლეობა: 3718200
დედაქალაქი: თბილისი
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური

საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2011 წლიდან მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ერთვება პროკურორის გადაწყვეტილებით, რათა სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოს დაზარალებულის/მოწმის ემოციური მხარდაჭერა, მისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მოიპოვოს დაზარალებულის/მოწმის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით და გაუმარტივოს მას სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა; მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ; დაეხმაროს მოწმესა და დაზარალებულს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და ხელი შეუწყოს მათი მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას.

დღეის მდგომარეობით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ფუნქციონირებს საქართველოს პროკურატურის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითრების დეპარტამენტი
გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტმანეტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი
ქალაქ თბილისის პროკურატურა
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა
გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა
ისანი სამგორის რაიონული პროკურატურა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა
ქუთაისის რაიონული პროკურატურა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა
ქვემო ქართლის საოლქო/რუსთავის პროკურატურა
კახეთის საოლქო/თელავის რაიონული პროკურატურა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო/გორის რაიონული პროკურატურა
სამცხე-ჯავახეთის საოლქო/ახალციხის რაიონული პროკურატურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ბათუმის რაიონული პროკურატურა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო/ზუგდიდის პროკურატურა